"ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის"(TRACECA) განვითარებისათვის გადადგმული ნაბიჯები, გამოწვევები და პერსპექტივები release_nokybt4b5zbaxad2v4lpw4i254

by Badri Gechbaia, Amiran Tsilosani

Published in ინოვაციური ეკონომიკა და მართვა by National Institute of Economic Research.

2020   p104-113

Abstract

ბადრი გეჩბაია
 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
 უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
 ბათუმი, საქართველო
 E-mail: gechbaia.badri@bsu.edu.ge
 http://orcid.org/0000-0003-2815-2228
  
 ამირან წილოსანი
 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
 ბათუმი, საქართველო
 E-mail: atsilosani@gmail.com
 http://orcid.org/0000-0003-2809-5964
  
 JEL Classification: O18, R1, R40
 DOI: 10.46361/2449-2604.7.2.2020.104-113
  
 მოკლე აღწერა
 2019 წლის მიწურულსა და 2020 წლის დასაწყისში პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, რასაც შედეგად მოჰყვა, გლობალურად, მსოფლიო ქვეყნების საზღვრების ჩაკეტვა, ადგილი ჰქონდა საზღვაო ტვირთების გადაადგილების გარკვეულ შეფერხებებს. მოცემულ პირობებში, რიგი ქვეყნებისათვის, ერთადერთ ხსნად სახმელეთო სატრამსპორტო საშულებები იქცა, რამაც კვლავ გააცოცხლა ინტერესი სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნების მიმართ.
 ერთ-ერთ ასეთ სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს "ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი", რომელიც დაარსების დღიდან დღემდე არ ფუნქციონირებდა სრული დატვირთვით, თუმცა აქვს მომავალი განვითარების დიდი პოტენციალი, რისი ნათელი მაგალითებიც არის მოცემული დერეფნის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" (BTC) ნავთობსადენი, "ბაქო-თბილისი-ერზრუმის" (BTE) გაზსადენი და "ბაქო-თბილისი-ყარსის" (BTK) სარკინიგზო მაგისტრალი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დერეფნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას.
 მოცემული ნაშრომის მიზანია "ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის" მნიშვნელობის, შესაძლებლობების და ასევე შესაძლო განვითარების გზებისა და პერსპექტივების განსაზღვრა, რეგიონში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. კვლევის მიზანია აღწეროს ევრაზიის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები და გამოკვეთოს "ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის" ძლიერი და სუსტი მხარეები.
 აღნიშნული კვლევის ორიგინალურობა და ღირებულება მდგომარეობს "ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის" არსებული მდგომარეობის შესწავლაში, მის კონკურენტუნარიანობის განსაზღვრაში სხვა ალტერნატიულ სატრანსპორტო დერეფნებთან მიმართებაში და ასევე არსებული და პოტენციური პერსპექტივების გამოვლენასა და მათი მიღწევის გზების განსაზღვრაში.
 კვლევის მიზნების მისაღწევად გამოყენებულ იქნა ინფორმაციის მოპოვების კომპლექსური მეთოდები. ბიბლიოგრაფიული კვლევით განხორციელდა მეორადი მონაცემების მოპოვება, დახარისხება და ანალიზი. კვლევის თეორიული საფუძველია მოცემულ საკითხზე არსებული ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, კვლევები, პუბლიკაციები, პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების სტატიები, ინტერნეტით მოძიებული მონაცემები.
 ნაშრომში განხილულია "ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის" მომავალი განვითარებისა და სრული დატვირთვით ფუნქციონირების პერსპექტივები ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და ტვირთბრუნვის გაზრდის შედეგად.
 საკვანძო სიტყვები: ევრაზია; ცენტრალური აზია; ტრასეკა; სატრანსპორტო დერეფნები
In application/xml+jats format

Archived Files and Locations

application/pdf  1.7 MB
file_4gjrcpqhybdqjfhz63vs5xvh5i
iem.ge (publisher)
web.archive.org (webarchive)
Read Archived PDF
Preserved and Accessible
Type  article-journal
Stage   published
Date   2020-08-16
Journal Metadata
Not in DOAJ
Not in Keepers Registry
ISSN-L:  2449-2604
Work Entity
access all versions, variants, and formats of this works (eg, pre-prints)
Catalog Record
Revision: 71a5a66e-cd83-45bb-a6b9-97fcf527f644
API URL: JSON